Betlive.club ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის.
პოზიციის დასახელება: ბარმენი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სპეციფიკური სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლაში მუშაობას
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთების მიღება, სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და მათი მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა;
- მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული კლიენტებისთვის;
- ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
- ყველა სახის შეკვეთის აღრიცხვა;
- გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება;
საჭირო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ბარში მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
- დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
betlive.club გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- Fitpass;
- დრესკოდის უზრუნველყოფას;
- კვებას;
- კომპანიისგან სერთიფიცირებულ სასწავლო კურსების უზრუნველყოფას
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფას.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 700 ლარი და ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.