დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ვაკანსიის აღწერა
PAUL- ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ფრანგული დესერტებისა და ფუნთუშეულის მრავალფეროვანი არჩევანი ჩვენი განსაკუთრებული ტრადიციაა.
ფრანგული რესტორანი PAUL აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება;
სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
სტუმრის ეფექტური მომსახურება რესტორნის სტანდარტების მიხედვით;
მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
რესტორანში შემუშავებული, კოვიდპანდემიის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
რესტორნის მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
დეტალებზე ორიენტირებულობა
დროის მართვისა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
სამუშაო გრაფიკი:
ცვალებადი (დღის სხვადასხვა მონაკვეთში); შესაძლებელია შეთანხმება სწავლასთან და სხვადასხვა აქტივობებთან;
ანაზღაურება დამოკიდებულია საათების რაოდენობაზე + ,,ჩაი'' (დაახლოებით 1000 ლარი)
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შემოგვიერთდით.