Standart

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

23 December - 15 January
Details
Address
Rafael Agladze St, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

პოზიცია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი


სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სთ (10:00-18:00 კვირაში ხუთი დღე)


სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; რ.აგლაძის N59


💡 კომპანია ლამპარი დაფუძნდა 2022 წლის მარტში პირველი ინფრასტრუქტურული ჰაბის SEKKEIPARK-ის მიერ.

💡 კომპანია ლამპარი ორიენტირებულია მომხმარებლის (ელექტრიკოსების, მშენებლების, უსაფრთხოების, IT და ასე შემდეგ) ხარისხიანი პროდუქციის და მათთვის საჭირო დამატებითი სერვისების გაწევისთვის. ჩვენი მიზანია, მათ ყველა საჭირო პროდუქცია და ინფორმაცია მივაწოდოთ, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მიწოდების სერვისით და სხვა საპროექტო, სამენეჯმენტო საკითხებში.

💡 მათთვის იყოს კარგი მეგობარი. 💡

 

💡 ლამპარი საცალო მომხმარებლებს (B2C მიმართულებით) სთავაზობს ელექტრო ინჟინერიის პროდუქციის მაღაზიას.


ელექტრო პროდუქცია:


სანათები, ავტომატები, კარადები, კაბელები, ლედ. ლენტები, ავარიული სანათები, ზარი, დამიწება, კაბელები, სამონტაჟო აქსესუარები.

სუსტი დენები:


ვიდეო მეთვალყურეობა, სახანძრო სიგნალიზაცია, სიგნალიზაცია, ქსელის აქტიური და პასიური პროდუქცია, რეკები, დომოფონი, ელექტრო საკეტები, სკოლის ზარები, ტელევიზია, კაბელები, სამონტაჟო აქსესუარები.


💡 ლამპარი კორპორატიულ მომხმარებლებს (B2B მიმართულებით) სთავაზობს დამატებით სერვისებს:


  • პროექტის დამუშავება
  • იურიდიული მომსახურება, ხელშეკრულებები
  • ბიუჯეტირება
  • შესყიდვები
  • ფინანსური, საკონსულტაციო მომსახურებები.

💡 ელექტრო პრუდუქციის დისტრიბუტორი კომპანია ლამპარი ეძებს გუნდის წევრს, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს 💡

 

გასაუბრება ჩატარდება 3 ეტაპად:  

 

  1. CV | გუგლის ფორმის შევსება N1.
  2. გუგლის ფორმის შევსება N2 | ონლაინ გასაუბრება (უფრო ღმად ლამპრის გაცნობა).
  3. პირადად გასაუბრება, გაცნობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: 


  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სწრაფი ანალიზის და აზროვნების უნარი;
  • მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებულობა
  • პუნქტუალურობა და მაღალი დისციპლინა

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

 

  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • MS (word, excel, outlook) Office პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


პოტენციური კლიენტების მოძიება ყველა საჭირო წყაროს გამოყენებით;

მუდმივი კავშირი კორპორატიულ კლიენტებთან, მათთვის სიახლეების გაცნობა, ახალი პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება;

კომპანიისთვის საინტერესო, თემატური ტენდერების მოძიება, მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და კონკურენტების ანალიზი;

კომპანიაში არსებული  სერვისების  გაყიდვა;

კომპანიის პროდუქტების და სერვისების განვითარებაზე ზრუნვა;

შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;

გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა.

 

ანაზღაურება:


  •  დამოკიდებულია თქვენზე, კვალიფიკაციაზე, მონდომებაზე.

ლამპარი გთავაზობთ:

 

  • ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
  • მუდმივი განვითარება;
  • მეგობრული გარემო;
  • კარიელური წინსვლის პერსპექტივა.

ვენი მხრიდან გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი შრომა იქნება მუდმივად დაფასებული, გეპატიჟებით არა თანამშრომლად არამედ გუნდის წევრად, გვინდა შევქმნათ ისეთი ბრენდი, რომელიც მრავალ სიკეთეს დათესავს და გვჭირდება დახმარება. 💡

 

ჩვენ გვჯერა, დასახულ მიზნებს ერთად უნდა მივაღწიოთ, ვიშრომოთ, ვისწავლოთ, ვიკამათოთ და შევქმნათ კიდე უფრო მშვენიერი ლამპარი 💡

აქედან გამომდინარე ვეძებთ ნიჭიერ, მიზანდასახულ, ლიდერ ადამიანს, რომლესაც არ ასვენებს ის შინაგანი გძნობა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შექმნას. 💡

 

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ CV და შეავსეთ გუგლის ფორმა https://docs.google.com/forms/d/1EKRrNnuxRQqtCmlxNpnuesO38aoo3Oi52aNMyCrWw-4/edit 💡

 

Facebook გვერდები:

 

https://www.facebook.com/lampari1  ლამპარი

https://www.facebook.com/sekkeipark სეკე პარკი

 

აანთე და ანათე 💡


Location
Rafael Agladze St, თბილისი, საქართველო
Socials
23 December - 15 January