GASTRONOME -ის ჰოლდინგი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით; SHOP & DINE კონცეფციის რესტორნებით: Bistro by GASTRONOME; Argentinian Steakhouse by GASTRONOME; მეიდანზე ქართული რესტორნით „თამარა “; და კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by GASTRONOME.
სტეიკჰაუსის გუნდში ვეძებთ ცხელი კერძების მზარეულს.
ჩვენ გთავაზობთ:
საუკეთესო ბრენდ შეფების მიერ ჩატარებულ მასტერკლასს;
პროფესიული სწავლის საშუალებას;
40 საათიან სამუშაო კვირას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
მოვალეობები:
კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
მოთხოვნები:
აუცილებელია მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბრენდულ/პრემიუმ კლასის რესტორანში;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა;
სასურველია პროფესიული განათლება;
უპირატესობა მიენიჭება ვაქცინირებულ კანდიდატებს.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და ღირებულებები ზუსტად შეესაბამება ჩვენს მაღალ სტანდარტებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.