სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კოორდინატორის თანამდებობაზე ქ. რუსთავში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტისათვის ავტო სესხის პირობების გაცნობა; პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
- კლიენტისათვის განაცხადის ფორმის შევსება;
- სესხის გაცემის პროგრამაში მუშაობა;
- ავტომობილის მდგომარეობის საჯარო ვებ-გვერდებზე გადამოწმება;
- ავტომობილისათვის ფოტოების გადაღება საჭიროებისამებრ;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
- სესხის გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების შესრულება;
- არსებული კლიენტების მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება;
- ეფექტური გაყიდვების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
- სისხარტე მუშაობაში;
- ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა); კლიენტების მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად.
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; შაბათი: 10:00-16:00.
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV).