კომპანია „გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ადმინისტრაციული
ძირითადი მოვალეობები:
- კომერციული სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოება ადგილობრივ და უცხოურ პარტიორებთან და მომწოდებლებთან;
- სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
- ახალი მომწოდებლების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
- საფასო პოლიტიკის კონტროლი; კონკურენტების ფასების კონტროლი;
- ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;
- ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვა;
- სხვა სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების გამოვლენა/დამუშავება;
- რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
- საქონლის ნაშთების კონტროლი.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უცხო ენების ფლობა (აუცილებელია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან;
- საბოლოო გასაუბრება კომერციული დირექტორთან
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: 577200712;