დისტრიბუტორი

9 გიორგი ნადარეიშვილის ქუჩა, თბილისი
05 იანვარი - 04 თებერვალი

ვაკანსიის აღწერა

GASTRONOME -ის ჰოლდინგი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით; SHOP & DINE კონცეფციის რესტორნებით:  Bistro by GASTRONOME; Argentinian Steakhouse by GASTRONOME; მეიდანზე ქართული რესტორნით „თამარა “  და კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by GASTRONOME. 

GASTRONOME- ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს  დისტრიბუტორის  პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების, პოზიციების მიხედვით;
  • წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა;
  • ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
  • ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
  • ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • კომპანიის ანგარიშზე დღის ბოლოს ნაღდი ფულის შეტანა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • სასურველია დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • ავტომობილის მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:

  • ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიულად მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV).

გისურვბთ წარმატებებს!

დეტალები
განათლება
საშუალო განათლება
უნარები
ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
PPVM+F9 თბილისი, საქართველო
05 იანვარი - 04 თებერვალი