Standart

მიმტანი

09 January - 08 February
Details
Address
კოტე მარჯანიშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Skills
კარგი კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი

Vacancy description

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე

 

 მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, „თიბისი კონცეპტმა“ ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხავავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია.  მულტიფუნქციური სივრცე რამდენიმე ქვესივრცეებად იყოფა ესენია საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცეები თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.

კაფეში სტუმრები შეძლებენ განსაკუთრებული მენიუს დაგემოვნებას, დასვენებასა და  ბიზნეს შეხვდერების ორგანიზებას.          

 

 მიმტანი


სამუშაოს მიზანი: 


  • ამ პოზიციის ფარგლებში  მიმტანმა უნდა შეასრულოს დღიური პროცედურები სერვისის სტანდარტების მიხედვით.


ძირითადი მოვალეობები:


  • მოამზადოს კაფის  ტერიტორია სტუმრების მისაღებად.
  • სერვისის სტანდარტების მიხედვით მოემსახუროს სტუმრებს;
  • იყოს თავაზიანი, ყურადღებიანი, იცოდეს დეტალურად მენიუ და კერძების ინგრედიენტები.
  • გაწეული მომსახურების შემდეგ გადაამოწმოს სტუმრის აზრი და გაითვალისწინოს მიღებული კომენტარები.
  • იზრუნოს მაგიდების დასუფთავებასა და ხელახლა გაწყობაზე.
  • დარწმუნდეს, რომ ყველა შეკვეთა შეყვანილია სისტემაში, ანგარიშები გადახდილია.
  • საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს კოლეგის ჩანაცვლება.
  • შეინარჩუნოს კოლეგიალური ურთიერთობა  ყველა თანამშრომელთან.
  • გამოიყურებოდეს სუფთად, ატარებდეს  მუდმივად მოწესრიგებულ უნიფორმას.
  • კეთილსინდისიერად და ეფექტურად  შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები.

აუცილებელი მოთხოვნები:


  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ  CV.

 

გაცნობებთ, რომ შპს "მარჯანიშვილი 7 " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
შპს "მარჯანიშვილი 7" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998


დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

09 January - 08 February