დამწყები 1c ოპერატორი

ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი
09:00 - 18:30
09 იანვარი - 08 თებერვალი

ვაკანსიის აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას დამწყები 1c ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის N27.

1c პროგრამას შეგასწავლით ადგილზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეკვეთების რეალიზაციაში გადატანა.
  • შეკვეთის გაფორმება.
  • უკან დაბრუნება.
  • შემოსავლების გვერდზე( RS.GE-ზე ) ფაქტურების და ზედნადებების ატვირთვა/კორექტირება.
  • ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება, განიხილება სტუდენტებიც;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
  • ყურადღებიანი, მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშობის უნარი.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე. 09:00 სთ-დან 18:30 სთ.  

ანაზღაურება: 700 - 1200 ლარი

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ხელფასი
700-1200 ₾
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
09:00 - 18:30
უნარები
მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული, მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
09 იანვარი - 08 თებერვალი