სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
- პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება
- შეკვეთის გაფორმება;
- პროდუქციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი. პლაონგრამების დაცვა, ვადების და ნაშთების კონტროლი.
სამუშაო განრიგი: კვირაში 35 სთ. ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 18:00 სთ. დასვენება შაბათი-კვირა.
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი + ტრანსპორტის/გზის ხარჯი-თვეში 60 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).
Tel: 595089796