Standart

ონლაინ გაყიდვების მენეჯერი

09 January - 08 February
Details
Address
64 დავით გურამიშვილის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
09:00 - 18:00
Experience
1-2 years
Education
Bachelor

Vacancy description

სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

ფუნქციები:

  • ონლაინ გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაციაში, და განხორციელება
  • კომპანიის შემოსავლების მუდმივი ზრდის უზრუნველყოფა
  • ონლაინ გაყიდვებისთვის შესაბამისი არხების (საიტების) მოძიება, მათთან მოლაპარაკება, მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა
  • კორპორატიული კლიენტების მოძიება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება
  • კონკურენტებისა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, კონკურენტებზე დომინირების უზრუნველყოფა 
  • აქციების დაგეგმვა, უშუალო ხელმძღვანელთან, მარკეტინგისა და ფინანსურ დეპარტამენტებთან კოორდინაციაში
  • გაყიდვების ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი და პერიოდული რეპორტინგი
  • პრობლემების და შეფერხებების დროული გამოვლენის უზრუნველყოფა ან/და მოგვარება
  • საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის საქმიანობის დაგეგმვა, ფუნქციების დელეგირება და შესრულების კონტროლი
მოთხოვნები:

  • აუცილებელია ონლაინ გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • 1C, MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა
  • გაყიდვების ტექნიკების ცოდნა
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00სთ.
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).

გისურვებთ წარმატებებს!
Location
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
09 January - 08 February