სტანდარტული

ქოლ ცენტრის ოპერატორი

09 იანვარი - 08 თებერვალი
დეტალები
მისამართი
6 მარჯანიშვილის ქ., ბათუმი
ხელფასი
800-1000 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
10:00 - 07:00
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
გაყიდვები

ვაკანსიის აღწერა

 „ქოლ ცენტრის ოპერატორი“ , ბათუმი.

ვფიქრობ, ვიცნობთ ერთმანეთს და თუ არა, გაგეცნობით: წარმატების ისტორია იწყება შემოქმედებითი ადამიანების თამამი იდეებით და გაბედული ნაბიჯებით. ასე დაიწყო კომპანია „ალიანს ჯგუფის“ ისტორიაც.

"ალიანს ჯგუფი" გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვის და ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსებია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით. რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე პირველად "ალიანს ჯგუფმა" საკუთარ პროექტებში მსოფლიოში აღიარებული სასტუმრო ბრენდები - ამერიკული "ქორთიარდ ბაი მარიოტი" (Courtyard By Marriott), ასევე ამერიკული "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), "რამადა" (Ramada) და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" (Marriott). „ალიანს ცენტროპოლისი" ალიანს ჯგუფის მეხუთე მასშტაბური პროექტია. სადაც მსოფლიო სასტუმრო ბრენდი - „ჰაიატ ცენტრიკი" შემოვიდა.

თუ გსურს შემოუერთდე „ალიანს ჯგუფის“ გუნდს, გაეცანი ვაკანსიის აღწერილობას გაყიდვების დეპარტამენტში „ქოლ ცენტრის ოპერატორის“ პოზიციაზე, ბათუმში.

თუ ხარ მოტივირებული განვითარებაზე,  გსიამოვნებს ადამიანებთან კომუნიკაცია და შეგიძლია თავისუფლად ესაუბრო მათ:

v  ინგლისურ და რუსულ ენებზე, ვინაიდან ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე უცხო ენების მინიმუმ B2 დონის ფლობა აუცილებელი მოთხოვნაა.

 

მოვალეობები კი ასე გამოიყურება: 

 

v  სატელეფონო ზარებზე პასუხი;

v  კლიენტებთან ურთიერთობა (ტელეფონის, მეილის, სოციალური ქსელის საშუალებით კლიენტისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება);

v  CRM სისტემაში მუშაობა;

v  დაფიქსირებული მოთხოვნების CRM სისტემაში რეგისტრაცია;

v  კონტროლი მოთხოვნების დროულ შესრულებაზე, საკითხის შესრულების შემდეგ კლიენტთან სატელეფონო კომუნიკაცია;

v  რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

v  მზარდ ანაზღაურებას, რომელიც გამოსაცდელი ვადის პერიოდში შეადგენს 800 ლარს 

v  შრომითი კოდექსით გათვალისწინებულ სამუშაო განრიგს

დამატებითი სარგებელი:

v  პრემია

v  ჯანმრთელობის დაზღვევა

v  კორპორაციული ნომერი

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

v  აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;

v  გასაუბრება.

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2023 წლის 09 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliance.ge და სათაურის ველში მიუთითთ შემდეგი: „ქოლ ცენტრის ოპერატორი“. ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!

 

მისამართი
6 მარჯანიშვილის ქ., ბათუმი 6000, საქართველო
09 იანვარი - 08 თებერვალი