სტანდარტული

მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

10 იანვარი - 09 თებერვალი
დეტალები
მისამართი
უნივერსიტეტის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English
გამოცდილება
3-5 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი, სტრესის მართვის უნარი

ვაკანსიის აღწერა

GASTRONOME Group -ში ბაზარზე წარმოდგენილია ოთხი პრემიუმ კლასის რესტორნით:

Bistro By GASTRONOME
Argentinian Steakhouse By GASTRONOME
ქართული პრემიუმ კლასის რესტორნით „ თამარა“
აზიურ-ვიეტნამური კლუბ-რესტორანი “ZEN“

აღნიშნული რესტორნებისთვის ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე


ძირითადი სამუშაო აღწერილობა: 

  • „გასტრონომის ჯგუფის“ F&B მიმართულების ხელმძღვანელებთან ერთად, ყველა სახის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება, შესრულების მონიტორინგი;
  • ჰოლდინგის მარკეტინგის გუნდთან ერთად გუნდურ სამუშაო პროცესში ჩართულობა კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად ;
  • მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება, თითოეული ობიექტისთვის პროექტების დაგეგმვა და შემდეგ მათი იმპლემენტაცია;
  • მედია გეგმის შემუშავება და მართვა;
  • ინოვაციური პროექტების შემუშავება და იმპლემენტაცია ბრენდების ცნობადობის გაზრდის მიზნით;
  • წლიური მედიაგეგმის და მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა/დამტკიცება და შემდგომში შესრულების მონიტორინგი;
  • რეპორტინგის პროცესის შემუშავება და ყოველთვიური შესრულება, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად მისი ანალიზი;
  • ყოველკვირეული ოპერაციების მართვა და მონიტორინგი;
  • კომპანიის პარტნიორ უცხოურ ბრენდებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათთან ერთად სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კონკურენტების კვლევა;
  • მომხმარებლებთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება, ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირება;
  • რესტორნების სამოქმედო გეგმის და პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • პერსონალის დაქირავების პროცესში ჩართულობა, დასაქმებული თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების ხელშეწყობა ჰოლდინგის ადამიანური რესურსების გუნდთან ერთად; 
  • სასმელისა და საკვების სფეროში არსებული ახალი ტენდენციების, ფასების და პროდუქციის რეგულარური ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის;მენეჯმენტის;საზოგადოებასთან ურთიერთობის ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
  • სასურველია საერთაშორისო/ ბრენდულ /ფიუჟენ  რესტორანში მუშაობის გამოცდილება;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება F&B მიმართულებით;
  • მომსახურეობის სტანდარტების ცოდნა; 
  • ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაცის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • სტრესის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული
ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • ახალგაზრდა და პოზიტიურ გუნდთან ერთად მუშაობას ქალაქში ყველაზე საინტერესო პროექტებზე;
  • ყველაზე განვითარებად კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას. 
თუ თვლით, რომ თქვენი სამუშაო გამოცდილება და ენთუზიაზმი შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე .

გისურვებთ წარმატებებს ! 
მისამართი
PPVM+F9 თბილისი, საქართველო
10 იანვარი - 09 თებერვალი