კომპანია ,,ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 7 ქსელურ აგრომაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში და გეგმავს 14-მდე გაზარდოს აგრომაღაზიათა რიცხვი.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.
გვიხილეთ:
ვეძებთ ახალთ თანამშრომლებს მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მარნეულში.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს წარმატების მიღწევის დიდი სურვილი და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. ასევე სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში განვითარების ინტერესი, ასევე უნდა ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდილება მოლარე-ოპერატორად მუშაობის, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომპიუტერულ პროგრამებში, ვორდი, ექსელი, აუთლუქში მუშაობის გამოცდილება; გამართულად მეტყველება ქართულ ენაზე.
მოლარე-ოპერატორის უფლება-მოვალეობები:
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
- ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
- სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
- მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
- ყოველ დღიური რეპორტინგი (მეილით) ბუღალტერთან და უშუალო ხელმძღვანელთან მაღაზიის მენეჯერთან.
ბარაქა გთავაზობთ:
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, კონკურენტულ ანაზღაურებას 650 ლარი (NET) და მზარდ საბონუსე სისტემას.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტრეინინგები , როგორც გაყიდვების კუთხით ასევე აგრო ბიზნესის და ჩვენი პროდუქციის შესახებ, ტრეინინგებს ჩაატარებენ ჩვენი თანამშრომლები და მოწვეული უცხოელი დარგის სპეციალისტები. ტრეინინგები ჩატარდება ჩვენს ოფისში და ადგილზე რეგიონში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , შაბათი მოკლე დღე და კვირა დასვენების დღეა. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებთ ჩვენი პროდუქციის შესახებ ტრეინინგი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით.
გისურვებთ წარმატებებს!