მოლარე ოპერატორი - საგარეჯო

ს5, საგარეჯო
11 იანვარი - 10 თებერვალი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია ,,ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს,  ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 7  ქსელურ აგრომაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში და გეგმავს 14-მდე გაზარდოს აგრომაღაზიათა რიცხვი.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ  სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში. 

გვიხილეთ: 

ან ვებ-გვერდზე www.baraka.ge 

ვეძებთ ახალთ თანამშრომლებს მოლარე ოპერატორის პოზიციაზე საგარეჯოში.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს წარმატების მიღწევის დიდი სურვილი  და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. ასევე სასოფლო-სამეურნეო  ბიზნესში განვითარების  ინტერესი, ასევე  უნდა ჰქონდეს  პრაქტიკული გამოცდილება მოლარე-ოპერატორად მუშაობის, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომპიუტერულ პროგრამებში, ვორდი, ექსელი, აუთლუქში  მუშაობის გამოცდილება;  გამართულად მეტყველება  ქართულ ენაზე.

მოლარე-ოპერატორის უფლება-მოვალეობები:

  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
  •  ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
  •  სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
  •  მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
  • ყოველ დღიური რეპორტინგი (მეილით) ბუღალტერთან და უშუალო ხელმძღვანელთან მაღაზიის  მენეჯერთან.
ბარაქა გთავაზობთ:

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
მოლარე-ოპერატორის  პოზიციაზე  დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, კონკურენტულ ანაზღაურებას  650 ლარი (NET)  და მზარდ საბონუსე სისტემას.

შერჩეულ კანდიდატებს  ჩაუტარდებათ  ტრეინინგები , როგორც გაყიდვების კუთხით ასევე  აგრო ბიზნესის და  ჩვენი პროდუქციის შესახებ,  ტრეინინგებს ჩაატარებენ  ჩვენი თანამშრომლები და მოწვეული უცხოელი დარგის სპეციალისტები. ტრეინინგები ჩატარდება  ჩვენს ოფისში და  ადგილზე რეგიონში. 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , შაბათი მოკლე დღე  და კვირა დასვენების დღეა.  შერჩეულ კანდიდატებს  ჩაუტარდებთ ჩვენი პროდუქციის შესახებ ტრეინინგი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით.

გისურვებთ წარმატებებს!

დეტალები
ხელფასი
650 ₾ + ბონუსი
უნარები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
კვლევა
სლოგანი
მეცნიერება უხვი მოსავლისთვის
მისამართი
13 მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
11 იანვარი - 10 თებერვალი