კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე ქ.ფოთში.
ასპ-გრუპი-ს საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 22 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- განახორციელოს კომპანიის კუთვნილი ტერიტორიის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დაცვა (ძარცვისგან, ყაჩაღობისგან, დანაკარგისგან, განადგურებისგან);
- მიიღოს შესაბამისი ზომები უსაფრთხოებისთვის;
- შეასრულოს ხელმძღვანელის მიერ ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით გაცემული დავალებები დროულად და კეთილსინდისიერად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- ობიექტების დაცვისა და მიმდებარე ტერიტორიის კონტროლის უნარი;
- პრობლემებზე ოპერატიულად რეაგირების და უსაფრთხოების ზომების მიღების უნარი;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV.
გისურვებთ წარმატებებს!