კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სოფლის მეურნეობის ტექნიკების მიმართულებით
ასპ-გრუპის ერთ-ერთ საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების ანალიზი და წინადადებების მომზადება სოფლის მეურნეობის ტექნიკისა და მათი სათადარიგო ნაწილების გაყიდვების გაზრდის მიზნით;
- სარეალიზაციო პროდუქციის მოთხოვნის დამუშავება, შეკვეთა და ზედამხედველობის გაწევა პროცესის მიმდინარეობაზე;
- პოტენციური კლიენტების მოძიება ყველა საჭირო წყაროს გამოყენებით;
- მუდმივი კავშირი კორპორატიულ კლიენტებთან, მათთვის სიახლეების გაცნობა, ახალი პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება;
- კლიენტთა ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი (დებიტორული დავალიანების კონტროლი);
- კომპანიისთვის საინტერესო, თემატური ტენდერების მოძიება, მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და კონკურენტების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც კარგად ერკვევა სოფლის მეურნეობის ტექნიკის სპეციფიკაში;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS (word, excel, outlook) Office პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე
პიროვნული თვისებები:
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
- ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ლილოს ტერიტორია
ანაზღაურება:
- გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 1000-2000 ლარამდე (გაიზრდება ეტაპობრივად)
- გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული 2000 ლარი+პრემია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მითხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!