ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა, პუნქტუალური, დეტალებზე ორიენტირებული, პრინციპული
ვაკანსიის აღწერა
ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 22 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული პროცედურების შემუშავება/ცვლილების შეტანა, დანერგვა და შესრულების კონტროლი;
ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული საქმიანობის დროული უზრუნველყოფა, შიდა აუდიტის წარმოება;
მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების/ხარვეზების შესახებ კორექციული და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
საჭიროების შემთხვევაში, ხარისხის მართვის სისტემებთან და ISO სტანდარტის მოთხოვნებთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება და კონსულტაციების გაწევა თანამშრომლებისთვის;
ხარისხის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის უზრუნველყოფა, ხარისხის თათბირების მოწვევა, ჩატარება, ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში პროცესების გაუმჯობესებისათვის კონსულტაციების გაწევა თანამშრომელთათვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
უმაღლესი განათლება;
ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
MS Office-ის კარგი ცოდნა;
სასურველია ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი აღნიშნულ სფეროში;
გამარჯობა, მე ვარ წკაპი, Awork-ის AI ჩატი, რომელიც შენზე ზრუნვისთვის შეიქმნა. თუ გინდა, ვაკანსია შენ მაგივრად მოვამზადო და გამოვაქვეყნო უბრალოდ მომწერე. არც შაბლონები, არც მეილები, არც რეგისტრაცია, პატარა დიალოგი ჩვენს შორის, თან არავის აწუხებ, მხოლოდ მე