სტანდარტული

კომერციული მენეჯერი

20 იანვარი - 19 თებერვალი
დეტალები
მისამართი
პეკინის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
თვითმოტივაციის და თანამშრომლების მოტივირების უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი

ვაკანსიის აღწერა

Betlive.club ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის.

პოზიციის დასახელება:  კომერციული მენეჯერი 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს დრო: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

ახალი პროდუქტებისა და სერვისების  განვითარების გეგმის დასახვა, ბაზრის კვლევისა და მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე;
საქმიანი ურთიერთობის წარმოება ორგანიზაციის ძირითად სტრუქტურულ ერთეულებთან, როგორიცაა მმართველი გუნდი, მომწოდებლები და გარე პარტნიორები;
კომერციული მიმართულებით  სტრატეგიების განვითარება ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად;
ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა მარკეტინგის დეპარტამენტსა და ორგანიზაციის სხვა დეპარტმანეტებს შორის, მაღალი ხარისხის პროდუქტისა და სერვისების მიღების უზრუნველსაყოფად;
კორპორატიულ მიზნებზე მორგებული გაყიდვების სტრატეგიების განვითარება, ფინანსური მიზნების მისაღწევად;
ფინანსური ანგარიშების და ბიუჯეტის ანალიზი მიღწეული მიზნების შესრულების შესაფასებლად; 
ორგანიზაციის კომერციული ინტერესის შესაბამისად სამომავლო ხედვის განვითარება ახალი ბაზრების ათვისების , პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების კუთხით;
მიმწოდებლებთან, გარეშე პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რათა ბიზნეს-ოპერაციები ეფექტურად წარიმართოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის და მენეჯმენტის მიმართულებით;
მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
მარკეტინგის დარგში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი; 
ლიდერობის, მართვის და ორგანიზების უნარები;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
თვითმოტივაციის და თანამშრომლების მოტივირების უნარი;
შედეგებსა  და დეტალებზე ორიენტირებულობა;
პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

betlive.club გთავაზობთ:

ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
Fitpass; 
სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
პროფესიულ ზრდა/განვითარებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
კატეგორია
აზარტული
მისამართი
პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
20 იანვარი - 19 თებერვალი