კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
ასპ-გრუპის ერთ-ერთ საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის სათადარიგო ნაწილების იმპორტი და მათი რეალიზაცია. კომპანიას 22 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით კომპანიის სარეალიზაციო/სასაწყობე ობიექტების მატერიალური ფასეულობების გეგმიური/არაგეგმიური ინვენტარიზაცია;
- ინვენტარიზაციის შედეგების დამუშავება და ანალიზი;
- ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
- იმპორტირებული და ადგილობრივად შეძენილი საქონლის დასაწყობების პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;
- მაღაზიათა ქსელში საქონლის განლაგების სტანდარტების დანერგვა და კონტროლი ნაშთების კონტროლის მიზნით;
- პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მონაცემების დამუშავება ხდება ექსელში)
- სავალდებულოა მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;
- სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ლილოს ტერიტორია
ანაზღაურება:
- გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 1000-1500 ლარამდე (გაიზრდება ეტაპობრივად)
- გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: 1500 ლარი + პრემია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 20 თებერვლამდე.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მითხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!