გაყიდვების წარმომადგენელი

01 February - 28 February
Details
Address
25 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
09:00 - 18:00
Languages
ქართული, English
Department
Sales

Vacancy description

„დილაითი“ კონცეპტუალური ტიპის სანათების შოურუმია, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია დიზაინერული, აქიტექტურული, ტექნიკური სანათები, ასევე ფურნიტურა (ჩამრთველები, როზეტები) და განათების აქსესუარები.  

დილაითის გაყიდვების გუნდში ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ გაყიდვების წარმომადგენელს. ამ პოზიციაზე თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ დიზაინერებთან, არქიტექტორებთან და კლიენტებთან, რომლებსაც დაეხმარებით განათების იდეალური გადაწყვეტილებების შერჩევაში. თქვენ ასევე გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ მრავალფეროვან ტოპ საერთაშორისო ბრენდებთან, რაც მოგცემთ შესაძლებლობას იყოთ ინფორმირებული ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებისა და პროდუქტების შესახებ.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების   შეთავაზება, მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის საჭიროებების დადგენა;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია (შეხვედრები, პრეზენტაციები და ა.შ.);
  • ახალი მომხმარებლების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • პროდუქციის ვიზუალური, მისი თვისობრივი მახასიათებლების და მიზნობრივი სეგმენტის შესწავლა;
  • პროდუქციის  სწორად პოზიციონირება ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე;
  • კლიენტისთვის სიახლეების  შეთავაზება; 
  • გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • გაყიდვების შემდგომი სერვისის კოორდინაცია;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • ბაზრის შესწავლა და ინფორმაციის შეგროვება;
  • მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
  • ხელშეკრულების შედგენა ხელმძღვანელთან ერთად და გადახდის პირობების შესრულებაზე კონტროლი; 
  • CRM პროგრამასთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel), სასურველია PowerPoint-ში მუშაობის გამოცდილება.
ანაზღაურება: ფიქსირებულს  + მაღალი საბონუსე სისტემა

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

„დილაითი“ გთავაზობთ კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს. 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა  2023 წლის 28 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.delight.ge
Location
25 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
01 February - 28 February