Standart

ბარისტა - რუსთავი

03 February - 05 March
Details
Address
რუსთავის გზატკეცილი I ჩიხი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Shifts
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული
Department
Customer service
Skills
გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი, ორგანიზებული და პუნქტუალური

Vacancy description

"მეამა" თავისს გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე "მეამა ქოლექთისთვის" ქალაქ რუსთავში 

ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია. მეამა ქოლექთში ბარისტას პოზიციაზე გთავაზობთ სტუდენტებისთვის მოქნილ სამუშაო გრაფიკს, სწავლის და სამსახურის შეთავსების შესაძლებლობას.

მეამა ქოლექთი არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილებს.

ჩვენ გთავაზობთ:

  •  მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია (ცვლების მიხედვით, კვირაში 40 სთ);
  •  გემრიელ და არომატულ ყავას;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას;
  •  საბოლოო ეტაპზე შერჩეული კანდიდატების პროფესიული გადამზადება მეამას პროდუქტების და მუშაობის სტანდარტების შესაბამისად.
  •  კონკურენტულ ანაზღაურებას
კანდიდატის ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები იქნება:

  •  მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  •  ცხელი და ცივი ყავის/ჩაის სხვადასხვა სახეობის სასმელების მომზადება;
  •  მეამას პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
  •  სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
  •  სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:

  •  მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  •  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  •  საბაზისო დონეზე საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  •  სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  •  ორგანიზებული და პუნქტუალური;
  •  ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით.

განაცხადის მიღების ვადა 03 მარტი

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

03 February - 05 March