სასტუმრო „სტამბა“ აცხადებს ვაკანსიას ავტოსადგომის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული და გასული მანქანების მონიტორინგი;
- ავტოსადგომზე არსებული მანქანებისა თუ თავისუფალი ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ფლობა;
- ავტომობილების აღრიცხვის მიზნით, ბაზაში ყველა საჭირო ინფორმაციის ასახვა;
- სტუმრების დახმარება პარკინგის საფასურის გადახდაში;
- სასტუმროში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
- უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მითითებების შესრულება;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 იანვრამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.