Standart

მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი

09 February - 11 March
Details
Address
154 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Education
Bachelor
Skills
დაგეგმვის და ანალიზის უნარი, სხვადასხვა ტიპის დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი

Vacancy description

სს „გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის თანამდებობაზე.


სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

 

სამუშაოს ძირითადი ამოცანები  და პასუხისმგებლობები:

 

  • მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
  • სისტემების მონიტორინგი და ინციდენტებზე რეაგირება;
  • სისტემების დოკუმენტირება, რეგულარული პროცედურების გატარება;
  • დადგენილი კორპორატიული სტანდარტების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიაში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
  • საჭიროების შემთხვევაში არასამუშაო საათებში მუშაობის შესაძლებლობა.

სასურველი განათლება და გამოცდილება:

 

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
  • SQL -ის საბაზისო ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (Oracle, MS SQL, PostgreSQL, MySQL);
  • Linux-ის ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი კომპეტენციები და უნარ-ჩვევები

 

  • დაგეგმვის და ანალიზის უნარი;
  • პრობლემების აღმოჩენის და მათი დროულად გადაჭრის უნარი;
  • სხვადასხვა ტიპის დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ  CV გამოაგზავნონ.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 09 მარტი, 2023 წელი


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

დამატებითი ინფორმაცია:


გაცნობებთ, რომ სს „გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

 

სს „გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი  032 2 777 222


დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

Location
154 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი, საქართველო
09 February - 11 March