ტექნოლოგიური სტარტაპი - Awork, აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ნახევარ-განაკვეთზე.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშო საათები: 14:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
- გუნდთან ერთად ყოველთვიური გაყიდვების გეგმის და სტრატეგიის შემუშავება;
- კომპანიების მოძიება, მათთან ზარების განხორციელება, მეილით კომუნიკაცია, მომსახურების შეთავაზება და საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი;
- შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა;
- გამოცდილება არ არის აუცილებელი, მთავარია იყოთ მოტივირებული და მიზანდასახული, არ შეუშინდეთ ახალ გამოწვევებს;
- საოფისე პროგრამების (Microsoft word, ppt, excel) ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- შედეგზე ორიენტირებული დროის ეფექტურად მართვა და გუნდურად მუშაობის უნარი;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
თუ გსურს გახდე სტარტაპის ნაწილი, გამოგვიგზავნე CV.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!