Standart

ოპერატორი

13 February - 13 March
Details
Address
11 პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Experience
2-3 years
Education
Bachelor
Skills
დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი, აზრის მარტივად და გასაგებად ჩამოყალიბების უნარი

Vacancy description

შპს  „ბორჯომი-ვოთერსი“ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, პეტრე სარაჯიშვილის ქ. #11
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი; 
ანგარიშვალდებულება: კლიენტებთან ურთიერთობის ოფიცერი
ხელფასი და სხვა სარგებელი: ფიქსირებული ხელფასი, ბონუსი, სამედიცინო დაზღვევა, მობილური ტელეფონის ლიმიტი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;

მიზნები: 

  • შეკვეთების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
  • ტელეფონის მეშვეობით, კომპანიის კლიენტების მომსახურეობის უზრუნველყოფა;
ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტებთან ურთიერთობის სრული მართვა;
  • არსებული კლიენტებისგან შეკვეთების მიღება და ელექტრონული სასაქონლე ზედდებულების გამოწერა;
  • შეკვეთის მიღებისას დასაბურნებელი ტარის რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღება და ბაზაში ასახვა, დოკუმენტაციის გამოწერა;
  • საწყობისათვის ჯამური გადაზიდვის ზედნადების გამოწერა /დაკორექტირება;  
  • შეკვეთის დროს კლიენტისთვის არსებული დებიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა, კლიენტებისთვის ელექტრონული კომერციული წინადადებების გაგზავნა;
  • შესრულებულ სამუშაოზე შერჩევითი უკუკავშირის დამყარება კლიენტთან;
  • კომპანიის რეგიონალური საწყობებისთვის ზედნადებების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში შემოსული ზარების გადამისამართება შესაბამის თანამშრომელთან;
  • კლიენტების მხრიდან შეკვეთის არარსებობის შემთხვევაში მასთან მოლაპარაკების წარმოება, შეკვეთების განახლება ან ურთიერთობის შეწყვეტა;
  • პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის სტანდარტული პირობების გაცნობა და / ან გაყიდვების მენეჯერთან გადამისამართება;
  • მომხმარებლის მიერ ტარის/დისპენსერის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოლაპარაკება და თანხის ამოღება;
  • ფიზიკურ პირ კლიენტებთან გადახდის ფორმის შეთანხმება.
  • MWSH-ის შეკვეთების შემოწმება საბუთების მომზადება და კონტროლი შესაბამისი მოთხოვნებით.
საჭირო პიროვნული და პროფესიული უნარები:                 

  • უმაღლესი განათლება 
  • (სასურველია ეფექტური გაყიდვების მიმართულებით გავლილი ქონდეს გადამზადება/კურსი)
  • MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook)  სტანდარტული პაკეტის კარგად ცოდნა;
  • ქართული, ინგლისური ენების საკომუნიკაციო (გამართულად) დონეზე ცოდნა;
  • აზრის მარტივად და გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • კორპორატიული კულტურის ცოდნა;
საჭირო გამოცდილება: 

  • გამოცდილება გაყიდვების-სერვისის სფეროში 2 წელზე მეტი
  • ERP-ში მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე/

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13.03.2023.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს. 
გისურვებთ წარმატებებს.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

13 February - 13 March