Premium

გაყიდვების ბიზნეს პარტნიორი

20 February - 22 March
Details
Address
ადამ მიცკევიჩის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
11:00 - 19:00
Skills
პრეზენტაბელურობა, ამბიციურობა

Vacancy description

თუ ფიქრობ, რომ გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარებით და ნიჭით ხარ დაჯილდოვებული, და ამ ტალანტის, უნარების გამოყენებით ყოველთვიური სოლიდური შემოსავლის მისაღებად მხოლოდ ძლიერი კომპანია და საუკეთესო ბიზნეს გარემო გჭირდება, სადაც შემოგთავაზებენ არა უბრალოდ დასაქმებას, არამედ ბიზნეს-პარტნიორობას, მაშინ გელით თანამშრომლობისთვის!..

 

ჩვენ გთავაზობთ, ექსკლუზიური გასაყიდი ქონებიდან მიღებული მოგების მაღალ პროცენტს, ამავე დროს კი დაგახვედრებთ სარეალიზაციო უძრავი ქონების ყოველდღიურად განახლებად უნიკალურ ბაზას, სამუშაო ბიზნეს სივრცეს, ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილ კონტაქტ-ცენტრს, უზარმაზარი მიზნებით ანთებულ გუნდს და მაქსიმალურ კომფორტს ყოველდღიურ ბიზნეს-საქმიანობაში ბრწყინვალე შედეგების მისაღწევად!!!

 

ვაკანსია: გაყიდვების ბიზნეს პარტნიორი

 

კომპანიის შესახებ:

 

კომპანია ,,მეგა ბიზნეს ჯგუფი" - ,,MBG", დაარსდა 2015 წელს, კვალიფიციური, ამ დარგში გამოცდილი ადამიანების მიერ და უკვე მერვე წელია, მოღვაწეობს უძრავი ქონების ინდუსტრიაში.

 

კომპანიამ განვლო გრძელი და რთული გზა, რათა ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა კონკურენტუნარიან გარემოში და ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი გამხდარიყო

 

ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს მომხმარებლებთან წარმატებული ურთერთობების დამყარება, რაც განპირობებულია სისწრაფით, მომსახურების მაღალი ხარისხითა და ეფექტური მოქმედებებით.

 

ჩვენი მიზანია, მოსახლეობას შევთავაზოთ საქართველოს ბაზარზე არსებული, მომსახურების სრულიად ახალი და ეფექტური სტანდარტი, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რაც თქვენ, საშუალებას მოგცემთ, უფრო წარმატებით და სწრაფად მართოთ საკუთარი ბიზნესი. 

 

მისთვის, ჩვენმა კომპანიამ შექმნა უძრავი ქონების ახალი, თანამედროვე პორტალი: https://mbg.ge  რომელიც სრულად აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს თავისი მიმზიდველი შეთავაზებებით, ექსკლუზივებით, აქციებითა და ბლოგებით.


ყოველდღიური საქმიანობის აღწერილობა:

 

  • გასაყიდი უძრავი ქონების მართვა, შეთავაზება პოტენციური მყიდველისთვის;
  • მყიდველთა მონაცემთა ბაზებთან (CRM სისტემა) მუშაობა; 
  • კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათთვის სასურველი უძრავი ქონების შერჩევა, შეთავაზება;
  • განაცხადების დამუშავება, მყიდველთან კონსულტაცია, გაყიდვებისა და მოლაპარაკებების პროცესის წარმოება;
  • უძრავი ქონების ობიექტების პრეზენტაცია, შეფასება  მყიდველებთან და ქონების მფლობელებთან მოლაპარაკება და საქმიანი შეხვედრების ორგანიზება; 
  • სარეალიზაციო ობიექტების შერჩევა, მათთან ბიზნეს მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების უფლების მოსაპოვებლად, მყიდველთათვის წარდგენა და უშუალოდ        ობიექტზე, უძრავი ქონების პრეზენტაციის გამართვა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • პრეზენტაბელურობა;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • მყიდველთა მოლოდინების ანალიზის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ამბიციურობა;
  • მიზანდასახულობა;

სამუშაო პირობები:


  • მისამართი: საბურთალო, ადამ მიცკევიჩის ქუჩა N25;
  • სამუშაო საათები: დილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე
  • (დასვენება კვირა და შეთანხმებისამებრ ერთი ნებისმიერი სამუშაო დღე)
  • ანაზღაურება ბონუსური სისტემა, მზარდი პროცენტული გამომუშავებით. 

თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ CV ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 592727247;  +995 592727247;

Category
Construction
Sales
Slogan
რატომ ჩვენ? მოგვმართეთ და თავად მიხვდებით! ❤️
Location
ადამ მიცკევიჩის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
20 February - 22 March