გაყიდვების კონსულტანტი სრულ განაკვეთზე U.S. Polo

დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
22 თებერვალი - 24 მარტი

ვაკანსიის აღწერა

Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

 

Cenomi Retail 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ  შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius,  Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Sergent Major, Monsoon,  Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.

 

პოზიციის დასახელება:  გაყიდვების კონსულტანტი სრულ განაკვეთზე U.S. Polo მაღაზიაში (თბილისი მოლი).

 

სამუშაო პირობები:

 

სრული განაკვეთი:


  • სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი ( 2 დღე დასვენება)
  • ანაზღაურება: ხელფასი+ ყოველთვიური ბონუსი

  განსახორციელებელი  საქმიანობა:


  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
  • კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
  • პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
  • მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა 

პიროვნული თვისებები:


  • კომუნიკაბელური და აქტიური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:


  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • კორპორატიულ დაზღვევას
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით.

დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
22 თებერვალი - 24 მარტი