კომპანია "IZI BOX"-ი აცხადებს ვაკანსიას თბილისში, კურიერის პოზიციაზე საკუთარი ავტომობილით.
"IZI BOX"-ი არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს, საქართველოს მასშტაბით.
"IZI BOX"-ი დიდი გამოცდილებით გამოირჩევა ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://izibox.ge/
ძირითადი მოვალეობები:
- საკურიერო მომსახურების გაწევა - ვენდორების მისამართებიდან პროდუქციის წამოღება და ადრესატამდე მიტანა;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემა და/ან ადრესატიდან წამოღება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ლოიალობა;
- სერვისულობა;
- მოქნილობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა.
ძირითადი პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი, ჯამურად 1000 -1300 ლარი;
- სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 10:00 - 19:00 სთ;
- საწვავი ანაზღაურდება კომპანიის ხარჯით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.