პრემიუმი

იურისტი (მინდობილი პირი) - ბათუმი

27 თებერვალი - 29 მარტი
დეტალები
მისამართი
ფარნავაზ მეფის ქუჩა, ბათუმი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
იურიდიული
უნარები
პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი., მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ვაკანსიის აღწერა

შპს მისო "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის  (მინდობილი პირი) პოზიციაზე  ქ. ბათუმში 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება.
  • სასამართლო წარმომადგენლობა;
  • მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/ სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე;
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის  იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
  • წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
  • იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
  • სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
  • პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით;
  • საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
  • ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
  • ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან
  • რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად 
ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი  იურიდიული განათლება;
  • სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word”  და " Microsoft Excel”)
პიროვნული თვისებები: 

  • პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
  • პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი  განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათებია: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:00
  • სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
  • ანაზღაურება - ვალიფიკაცის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 

მობილური: 568 700 300 
27 თებერვალი - 29 მარტი