Standart

შესყიდვების სპეციალისტი

28 February - 30 March
Details
Address
ილო მოსაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
2200-2500 ₾
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
10:00 - 18:00
Languages
ქართული, English
Experience
2-3 years
Education
Bachelor

Vacancy description

ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანი Wendy’s აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.


მოვალეობები:


  • ბაზრის შესწავლა, მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასის და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
  • ინფორმაციის მოძიება მწარმოებლების შესახებ, კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება;
  • მომწოდებელთან გადახდის პირობებზე მოლაპარაკება და დადგენილი გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების მონიტორინგი;
  • მიწოდების გეგმის შემუშავება;
  • შესყიდვების ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
  • ბაზრის (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) კვლევა და მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება;
  • მომწოდებლებთან ხელშეკრულებების/ინვოისების, საგადასახადო დავალებების ფორმირებაზე მუდმივი კონტროლი;
  • ქსელის მომარაგების მუდმივი კონტროლი და პრობლემის შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება;
  • ახალი იმპორტირებული პროდუქტების შესახებ დაკავშირებული დეპარტამენტების ინფორმირება;
  • ლოგისტიკური ოპერაციის დაგეგმვა, კონტროლი შესრულებაზე.
  • ადგილობრივი შესყიდვების უზრუნველყოფა;
  • ურთიერთობა სარეკლამო კომპანიებთან.

მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • MS Office, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

უნარები:


  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27 მარტი 2023

Category
Horeca
Customer relations
Socials
28 February - 30 March