უძრავი ქონების შემფასებელი და საკონსულტაციო კომპანია შპს " პარაგონი " ეძებს უძრავი ქონების შემფასებელს/ანალიტიკოსს , რომელსაც შეუძლია დროულად შეაფასოს უძრავ-მოძრავი ქონება. შემფასებელი ახორციელებს უძრავ-მოძრავი ქონების შეფასებას და ინდივიდუალური ქონების ბაზრის ანალიზს, ასევე ქონების პორტფოლიოებს ყველა ტიპის ქონებისთვის.
ეს პოზიცია იძლევა ობიექტურ და მიუკერძოებელ მოსაზრებებს უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულების შესახებ სხვადასხვა მომხმარებლებისთვის.
პოზიცია მოიცავს ისეთ მოვალეობებს, როგორიცაა:
- ქონების შესახებ ინფორმაციის კვლევა და შეფასება;
- მონაცემთა ანალიზი, კვლევა გაყიდვების, განცხადებებისა და გაქირავებების შესახებ;
- შეფასებებისა და სხვა საკონსულტაციო ანგარიშების მომზადება, რომლებიც დაეხმარება კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
- არსებულ და პერსპექტიულ კლიენტებთან შეხვედრა;
- კლიენტებთან რეგულარულად ურთიერთობა;
- ინდუსტრიისა და ბაზრის სიღრმისეული კვლევის ჩატარება;
- განახორციელოს ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი საჯარო და კერძო სუბიექტების ფართო სპექტრისთვის ყველა მიღებული და შესაბამისი მიდგომისა და თეორიის გამოყენებით;
- მხარი დაუჭიროს კლიენტთა ინტერესების ფართო სპექტრს, დაფინანსების და შესყიდვის ფასის განაწილებიდან (შერწყმისა და შესყიდვის მხარდაჭერა), ფინანსური ანგარიშგებისა და სათანადო დილიგიის დასრულებამდე. ჩვენი მუშაობა მოიცავს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ლოკაციებს.
მოთხოვნები:
- 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სერტიფიკატის (უძრავი ქონების შემფასებლის/პერსონალური ქონების შემფასებლის მოწმობის) ფლობა სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო;
- მართვის მოწმობის ფლობა სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო.
სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!