კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების მეთოდებისა და პროცესების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
არსებულ რისკებთან მიმართებაში, დანერგილი კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;
კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება სისრულესა და სიზუსტეზე;
საქართველოს კანონმდებლობის, კომპანიის შიდა დებულებების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
კომპანიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
განხორციელებული სამუშაოების შესახებ სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან აუდიტის განხრით.
განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც.
სასურველია შიდა ან გარე აუდიტში, ბუღალტერიაში, საფინანსო ან/და ეკონომიკურ სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა B2 დონეზე;
SQL პროგრამირების ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;
ფოტოსურათი 3X4 1ც.; დიპლომის ასლი; პირადობის მოწმობის ასლი; სარეკომენდაციო წერილები
მისამართზე: მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 13.03.2023 წელი . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.