ბრენდამბასადორი

01 მარტი - 16 მარტი
დეტალები
მისამართი
2 დავით სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
განათლება
ბაკალავრი

ვაკანსიის აღწერა

" თბილღვინო " ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 402 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზანის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.tbilvino.ge .

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ბრენდამბასადორის პოზიციაზე.


ძირითადი ამოცანები:


  •  შიდა (თბილღვინოს თანამშრომლები) და გარე (ჰორეკას ობიექტების პერსონალი) დეგუსტაციების პოლიტიკის შემუშავება, კალენდრის  შედგენა და აღსრულება
  •  დეგუსტაციების სამუშაო გუნდის კოორდინაცია
  •  დეგუსტაციების პოლიტიკის შემუშავება, კალენდრის შედგენა და აღსრულება
  •  ჩატარებული დეგუსტაციების რეპორტინგი კომპანიაში არსებული წესის შესაბამისად
  • ჰორეკაში სექტორში მნიშვნელოვანი პირების ბაზის შექმნა, მათთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და ბაზის მუდმივი განახლება
  •  აუთვისებელი ჰორეკას ობიექტების გამოვლენის პროცესში ჩართულობა და მათი მაქსიმალურად ათვისება ჰორეკას მიმართულების სტრატეგიის შესაბამისად
  • ჰორეკას ობიექტების კატეგორიზაციის პროცესსა და ყველა კატეგორიისთვის მიზანშეწონილი ასორტიმენტის შედგენის პროცესებში ჩართულობა
  • ჰორეკას ბაზრის და ჰორეკას სეგმენტში დაგეგმილი აქტივობების (სხვადასხვა ფესტივალი და ა.შ.) მონიტორინგსა და ჩართულობის დაგეგმვაში მონაწილეობა
  •  ჰორეკას სექტორში ბრენდისა და ჭაჭის განვითარების გეგმის შემუშავება, მისი აღსრულება და რეპორტინგი
  • კორპორაციულ კლიენტებთან თანამშრომლობა
  • ჰორეკას მიმართულებით მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
  • ყოველდღიურად ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
  • პრისეილერებთან კოორდინაცია ობიექტებთან საუკეთესო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  •  სასურველია მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით აკადემიური გამოცდილება (კურსები, სასერტიფიკაციო პროგრამები, ა.შ.)
  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  •  ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე

ჩვენ გთავაზობთ:


  • პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდსა და გარემოს
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
  • ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს

სამუშაო პირობები:

  •  სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის #2
  •  სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
  •  სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი


"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
01 მარტი - 16 მარტი