მოლარე-კონსულტანტი

01 მარტი - 16 მარტი
დეტალები
მისამართი
112 კახეთის გზატკეცილი, თბილისი
ხელფასი
1100 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
1-2 წელი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია " MS GROUP " სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორატიულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.

კომპანია "MS GROUP" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

  •  სამუშაო ადგილი:  ლილო მოლი
  •  სამუშაო საათები: სტანდარტული
  •  ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა;
  •  მომხმარებლის შეკვეთის შეგროვება;
  •  პროდუქციის ეფექტურ გაყიდვაზე, მომხმარებლისთვის სიახლეების მიწოდებაზე ზრუნვა;
  •  ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
  •  ელექტრონული ზედნადების გამოწერა, პროგრამული საბუთის მომზადება და ატვირთვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  •  Retail-ში მუშაობის გამოცდილება;
  •  სასურველია რომელიმე უცხო ენის ფლობა;
  •  საოფისე პროგრამების ფლობა;
  •  აპექსში ან ბალანში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 საჭირო უნარ-ჩვევები:

  •  დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  შრომისმოყვარეობა;
  •  მიზანდასახულობა.


გისურვებთ წარმატებას!
01 მარტი - 16 მარტი