კომპანია " MS GROUP " სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორატიულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.
კომპანია "MS GROUP" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ლილო მოლი
სამუშაო საათები: სტანდარტული
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა;
მომხმარებლის შეკვეთის შეგროვება;
პროდუქციის ეფექტურ გაყიდვაზე, მომხმარებლისთვის სიახლეების მიწოდებაზე ზრუნვა;
ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
ელექტრონული ზედნადების გამოწერა, პროგრამული საბუთის მომზადება და ატვირთვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
Retail-ში მუშაობის გამოცდილება;
სასურველია რომელიმე უცხო ენის ფლობა;
საოფისე პროგრამების ფლობა;
აპექსში ან ბალანში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.