კომპანია "აი ნოუ" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 7
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, 09:00 - 18:00, ორშაბათი - პარასკევი
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე/ელ-ფოსტაზე პასუხის გაცემა ან/და შესაბამის პირ (ებ)თან გადამისამართება;
- კომპანიის სტუმრ (ებ)ის დახვედრა და გადამისამართება შესაბამის პირ (ებ)თან;
- შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის ადმინისტრირება;
- კორესპონდენციის/არაოფიციალური დოკუმენტაციის თარგმნა ან/და მისი ორგანიზება;
- დოკუმენტების ასლის გადაღება/დასკანერება/დაარქივება/აღრიცხვა;
- ოფისის გამართული მუშაობის ხელშეწყობა და კონტროლი;
- ოფისის ყოველდღიური საჭიროებების მართვა;
- ოფისის აუცილებელი ნივთებით მომარაგება/კონტროლი;
- სამეურნეო მარაგების მომარაგება/კონტროლი;
- საბანკო ამონაწერის პროგრამულად ასახვა;
- შეხვედრების ორგანიზება.
ძირითადი მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- რუსული/ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook);
- საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12.03.2023