ადმინისტრაციული ასისტენტი

7 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
09:00 - 18:00
სრული განაკვეთი
საოფისე
01 მარტი - 16 მარტი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "აი ნოუ" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:
ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 7
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, 09:00 - 18:00, ორშაბათი - პარასკევი
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  შემოსულ სატელეფონო ზარებზე/ელ-ფოსტაზე პასუხის გაცემა ან/და შესაბამის პირ (ებ)თან გადამისამართება;
  •  კომპანიის სტუმრ (ებ)ის დახვედრა და გადამისამართება შესაბამის პირ (ებ)თან;
  •  შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის ადმინისტრირება;
  •  კორესპონდენციის/არაოფიციალური დოკუმენტაციის თარგმნა ან/და მისი ორგანიზება;
  •  დოკუმენტების ასლის გადაღება/დასკანერება/დაარქივება/აღრიცხვა;
  •  ოფისის გამართული მუშაობის ხელშეწყობა და კონტროლი;
  •  ოფისის ყოველდღიური საჭიროებების მართვა;
  •  ოფისის აუცილებელი ნივთებით მომარაგება/კონტროლი;
  •  სამეურნეო მარაგების მომარაგება/კონტროლი;
  •  საბანკო ამონაწერის პროგრამულად ასახვა;
  •  შეხვედრების ორგანიზება.

ძირითადი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  •  სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  რუსული/ინგლისური ენის ცოდნა;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook);
  •  საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტირებული;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12.03.2023
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
ქართული, English, Русский
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
დამსაქმებლის შესახებ
01 მარტი - 16 მარტი