სუპერვაიზერი

06 March - 05 April
Details
Address
36 ქსანის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

 ,,შარმ ტრეიდინგი" ეს არის უდიდესი, ჰოლდინგური ტიპის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. 

 

დღეს "შარმ ტრეიდინგი" მსხვილი პარტნიორების პორტფელების ქვეშ ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში. კომპანიის პორტფელი ექსკლუზიურად მოიცავს ისეთ ბრენდებსა და კორპორაციებს, როგორიც არის: Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''


კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე- ჯოიკოს ბრენდის სუპერვაიზერი

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 40 საათიანი სამუშაო კვირა)

 

ფუნქცია-მოვალეობები:


  • სავაჭრო წარმომადგენლების გრაფიკების დაგეგმვა, კონტროლი

  • ახალი სილამაზის სალონებისა თუ ესთეტიური ინდუსტრიის სფეროში საინტერესო ქსელური ობიექტების მოძიება,

  • გაყიდვების ანალიზი,

  • ბრენდის პოპულარიცაზია

  • ახალი პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება პოტენციუი სალონების წარმომადგენლებთან.

რას გთავაზობთ:


  • კომფორტულ სამუშაო გარემოს

  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს

  • უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას

  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად

  • კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს

  აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელია პირადი მსუბუქი ავტომობილის ყოლა.
  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;

  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

  • სასურველია პროგრამა 1c-ის ცოდნა 

  • სავალდებულოა ექსელის კარგ დონეზე ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV


სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.


ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.


"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


 გისურვებთ წარმატებას!

Category
Distribution
Logistics
Location
36 ქსანის ქუჩა, თბილისი 0141, საქართველო
Socials
06 March - 05 April