სტანდარტული

კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე

07 მარტი - 22 მარტი
დეტალები
მისამართი
2 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
2000-2500 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
გაყიდვები
უნარები
ანალიტიკური აზროვნების უნარი, ორგანიზებულობა

ვაკანსიის აღწერა

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული და ონლაინ გაყიდვების დეპარტამენტში კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის მართვა და განვითარება;
  • კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
  • გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და სამუშაო პროცესის კონტროლი;
  • პოტენციური მომხმარებლების ბაზების ფორმირება, მათი მოზიდვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტების ბაზის მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
  • კორპორატიული გაყიდვების მართვა და  ხარისხის კონტროლი;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • ახალი ბაზრების ათვისება, ახალი პარტნიორების მოძიება;
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
  • მომავალი გაყიდვების პროგნოზირება და ბიუჯეტირება;
  • გაყიდვების გეგმის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების ტენდენციების ანალიზი და შედეგების პროგნოზი;
  • გაყიდვების ყოველთვიური შედეგების ანალიზზე დაყრდნობით შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება, უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა და შესრულების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და განვითარება; 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების კუთხით (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
  • რუსული და ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დროის სწორი მენეჯმენტის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:

  • გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
  • ანაზღაურება: 2 000-2 500 + ბონუსი (კვალიფიკაციის მიხედვით)
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
  • კვება;
  • FitPass.
თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 
გამოაგზავნეთ თქვენი CV ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
07 მარტი - 22 მარტი