ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ვაკე, ი. მოსაშვილის 12
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 ან 11:00-19:00, ყოველ მეორე შაბათს 09:30-14:30.
ანაზღაურება: 600-650 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- პაციენტების რეგისტრაცია;
- ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
- დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
- სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/სტუდენტი - (სასურველია სამედიცინო სფეროს მიმართულებით);
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
- ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები
- ინგლისური ან/და რუსული (საკომუნიკაციო დონეზე)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV).
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.