სტანდარტული

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

20 მარტი - 19 აპრილი
დეტალები
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
მომხმარებელთან ურთიერთობა
უნარები
დეტალებზე ორიენტაციის უნარი, დროის მართვის უნარი

ვაკანსიის აღწერა

საგადახდო მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანია - Neollet.com 2018 წლიდან წარმატებით ოპერირებს  ქართულ ბაზარზე. კომპანია გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებით და ინოვაციური ბიზნეს პროცესებით. ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს გუნდი, რომელიც ქმნის და მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მორგებულ ფინანსურ მომსახურეობას.

კომპანია ნეოლეთი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე;

სამუშაო ლოკაცია: ქ.თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული დღე-ღამის ცვლა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სტანდარტების  შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
  • მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა; 
  • ონლაინ დახმარების („chat“) გაწევა, დროულად და ხარისხიანად;
  • შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება;
  • ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალების დადგენილ ვადებში შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე  ცოდნა;
  • მსგავსს პოზიციაზე  მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • რთული სიტუაციების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • დროის მართვის უნარი;
კომპანია Nellet გთავაზობთ:

  • ინოვაციურ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ  სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზვევას;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
20 მარტი - 19 აპრილი