გაყიდვების ოფიცერი

20 March - 19 April
Details
Address
61 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English, Русский
Experience
1-2 years
Department
Sales

Vacancy description

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია - “ედვანსდ  აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC  აცხადებს შერჩევას „გაყიდვების ოფიცერის“ პოზიციაზე, პარტნიორი კომპანია, „KPI Georgia” - სთვის.

KPI ამერიკული ბრენდია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების მწარმოებელ ტოპ ბრენდებს წარმოადგენს და მომსახურების ფართო არჩევანს გთავაზობთ.

KPI Georgia 2010 წელს დაარსდა და საქართველოს სამედიცინო სივრცეში შეუცვლელი ადგილი დაიმკვიდრა.

KPI Georgia თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა General Electrics, Siemens, Philips, Madison/Samsung, BK Medical, Cisa, Cepheid, Sonosite/Fujifilm, Esaote, MMC Software და სხვა. ინოვაციური, უახლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, დავნერგოთ ქართული ჯანდაცვის სისტემაში უახლესი ტექნოლოგიები და გავუმარტივოთ სამედიცინო პერსონალს მუშაობა.

KPI Georgia დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით, რომელთაც გადამზადებები გავლილი აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კომპანიებში. კომპანია მუდმივად სიახლეებისა და განვითარების ძიებაშია, გუნდი კი პროფესიული წინსვლის ახალი სტანდარტების კვალდაკვალ მუდმივად ვვითარდება.

 

ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების ოფიცერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, გულიას ქ. #4.

 

   კომპანია გთავაზობთ:

  •       კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და ეფექტურ საბონუსე სისტემას,
  •       ჯანმრთელობის დაზღვევას,
  •       პროფესიული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობებს,
  •       კეთილგანწყობილ გუნდს და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სივრცეს სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია!
  •       სამუშაო განაკვეთი სრული: ორშაბათი-პარასკევი, 40 სთ-იანი სამუშაო კვირა.

 

          ფუნქცია-მოვალეობები

  •       კომპანიის პროდუქტის - სამედიცინო ტექნოლოგიების მახასიათებლების შესწავლა
  •       პოტენციური კლიენტების ეფექტური მოძიება, ნეთვორქინგ არხების გაფართოებისა თუ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვებით, კლიენტთა ბაზის წარმოება, მიმდინარე პროცესების აღრიცხვა
  •       კონკურენტების ანალიზი და დეტალური რეპორტინგი კომპანიის მენეჯმენტთან
  •       ანალიზების საფუძველზე საჭიროებების შესწავლა და ინიციატივების წარდგენა
  •       მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ კლინეტებთან თუ დაინტერებულ მხარეებთან,
  •       შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება, გაყიდვების პროცესისა და ეტაპების დაგეგმარება
  •       მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება და პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობის კოორდინირება

  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •        გაყიდვების სფეროში მუშაობის 2 წლამდე გამოცდილება სავალდებულოა
  •        უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს ან/და პირს, ვისაც სამედიცინო         ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება აქვს,
  •         ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა სავალდებულოა (უცხოელ დამკვეთებთან/     პოტენციურ პარტნიორებთან ეფექტური მოლაპარაკება)

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ განახლებული CV/რეზიუმე.

დეტალური ინფორმაცია KPI Georgia-ს შესახებ იხილეთ: https://bit.ly/3YRhXlK  

 

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია “ედვანსდ  აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“-ში  თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები “ედვანსდ  აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

“ედვანსდ  აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით

                                                                                                                                       გისურვებთ წარმატებას!

 

Category
Audit
Finances
Legal services
Human Resources
Information Technologies
Location
61 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
20 March - 19 April