სტანდარტული

ტელე-ასისტენტი

21 მარტი - 20 აპრილი
დეტალები
მისამართი
31/33 ჟიული შარტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
ენები
ქართული
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
გაყიდვები
უნარები
პუნქტუალურბა და შრომისმოყვარეობა, გუნდური მუშაობის უნარი

ვაკანსიის აღწერა

„ტელე-გაყიდვები“ - პოზიციის შეჯამება


ტელე-გაყიდვებისა და ტელე-მარკეტინგის სტარტაპ კომპანია ,,ტელ:მი'' აცხადებს ვაკანსიას  ტელე-გამყიდველის პოზიციაზე.


ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა გუნდის წევრებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ გაყიდვების პროფესიონალებთან ერთად, სწრაფად მზარდ სტრატაპში. კომპანია მუდმივად იზრუნებს თქვენს კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სხვა და სხვა ექსპერტებისაგან სისტემატიური ტრენინგებითა და კონკრეტულ ქეისებზე რჩევებით. მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რომ ჩამოვაყალიბოთ პროდუქტების გაყიდვის მულტიფუნქციური ხედვა. ტელე-გაყიდვებს უმნიშვნელოვანესი როლი უკავია, მომხმარებლის ლოიალურობის მოპოვებაში, რაც კომპანიის შემოსავლის ზრდის პირდაპირპროპორციულია. გახსოვდეს, რომ საკმარისია იყო თავაზიანი, მეგობრული და სასიამოვნო მოსაუბრე. 

 

„ტელე-გაყიდვები“ - ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:


  • არსებულ ან პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმირება/გაყიდვა, წინასწარ გაწერილი სკრიპტის დახმარებით.
  • ამ პროდუქტისა თუ სერვისის, შესახებ მოწოდებული ინფორმაციის გაცნობა და შესწავლა.
  • მომხმარებლის მხრიდან, პროდუქტსა ან კომპანიის შესახებ კითხვებზე, ამომწურავი პასუხების გაცემა.
  • მომხმარებელთან დაკავშირებული ინფორმაციის სამუშაო ფაილში აღრიცხვა
  • მომხმარებლის მხრიდან მნიშვნელოვანი უკუკავშირის მიწოდება გუნდის ლიდერისთვის.
  • მაქსიმალურად ეცადე, გადამეტებით შეასრულო დღიური გაყიდვების გეგმა, რათა საგრძნობლად გადააჭარბო საერთო გეგმას.

„ტელეგაყიდვები“ - მოვთხოვნები და კვალიფიკაცია:


  • ბაკალავრიატის დიპლომი, ბიზნესის ან მარკეტინგის დარგში.
  • გაყიდვებში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად.
  • გამართული მეტყველება და სასიამოვნო სასაუბრო ხმის ტონი.
  • ინგლისურის სალაპარკო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

„ტელეგაყიდვები“ - პიროვნული თვისებები:


  • დავალებული საქმისადმი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ეფექტური და მიზანზე ორიენტირებული მუშაობის სტილი.
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი.
  • პუნქტუალური და შრომისმოყვარე.
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

კომპანია „ტელ:მი“ - გთავაზობთ:


  • მუდმივ გადამზადებასა და გაყიდვებში კვალიფიკაციის ამაღლებას.
  • გაყიდვებიდან მიღებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს.
  • ანაზღაურება: გამომუშავება გაყიდული პროდუქტიდან მაღალი საპროცენტო განაკვეთით.
  • კარიერული წინსვლა.
  • ოფისში გელოდებათ კომფორტული სამუშაო გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მუდმივად იზრუნებს, თქვენს წარმატებაზე.

დაიტერეებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

კატეგორია
გაყიდვები
სლოგანი
უჩვენოდ ძვირია
სოციალური ქსელები
21 მარტი - 20 აპრილი