პრემიუმი

ადმინისტრატორი (რეცეფციის თანამშრომელი)

22 მარტი - 21 აპრილი
დეტალები
მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი
ხელფასი
800-1300 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
დეპარტამენტი
მომხმარებელთან ურთიერთობა
უნარები
ეფექტური კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი

ვაკანსიის აღწერა

შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ადმინისტრატორი (რეცეფციის თანამშრომელი).

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე
ანაზღაურება: 800₾-1300₾ (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სატელეფონო და ინტერნეტ ჯავშნების მიღება და სისტემური აღრიცხვა;
  • სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
  • სტუმრებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ინსტრუქციების გაცნობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
22 მარტი - 21 აპრილი