"
კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას
ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:00-18:00);
სამუშაო დღეების რაოდენობა: 5
ლოგისტიკის სპეციალისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :
- კომპანიის ლოგისტიკური საქმიანობის გამართულად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
- ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა, განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
- შესყიდული საქონლის საბაჟო პროცედურების გატარება, დეკლარირება, განბაჟება და ქვეყნის შიდა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (იმპორტი და ექსპორტი);
- კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა შესყიდვებისა და ტრანსპორტირების კუთხით;
- მარაგების ინვენტარიზაცია;
- გაყიდვების კონტროლი პროგრამულად;
- საწყობში არსებული ნაშთის კონტროლი;
- პროდუქციის დათქმულ ვადაში მიწოდების უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია 1C პროგრამის ცოდნა;
- აუცილებელია Excel_ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის მიმართულებით;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV.
გისურვებთ წარმატებებს!