"ჟორდანიას სახელობის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ , წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით.
ადგილმდებარეობა: დიღომი, კ. ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00
ანაზღაურება: პირველი სამი თვე 600 ლარი, შემდეგ 700 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
- პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
- პაციენტთა რიგების მართვა;
- სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გამართული მეტყველება ქართულად;
- უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.