სამედიცინო ცენტრი „ინოვა“ აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.
ინოვა მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. ინოვა დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.
ადგილმდებარეობა - საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის I შეს. #6 (სანდრო ეულის ქ.)
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება - პირველი სამი თვე 600 ლარი, შემდეგ 700 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
- პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
- პაციენტთა რიგების მართვა;
- სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გამართული მეტყველება ქართულად;
- უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.