საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, მერჩენდაიზინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საკუთარი ავტომობილის ფლობა;
- თბილისის უბნების კარგად ცოდნა.
პირობები:
- ფიქსირებული შემოსავალი 1000 ლარი.
- ტრანსპორტის საწვავით უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სამუშაო განაკვეთი: სრული.
პიროვნული თვისებები:
- გუნდურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word).
მოვალეობები:
- დაქვემდებარებული პერსონალის ადმინისტრაციული მართვა/კონტროლი;
- მერჩენდაიზერებისთვის უბნების და ობიექტების განაწილება;
- გააკონტროლოს მერჩენდაიზერების შესრულებული სამუშაო;
- მოახდინოს კონკურენტი პროდუქტების, თუ კომპანიების პრომო აქტივობების მონიტორინგი და მისი სამუშაო ტაბელში ასახვა;
- გააკონტროლოს სავაჭრო ობიექტების თაროზე პროდუქციის განთავსება, კომპანიის და სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე;
- შეარჩიოს სავაჭრო ობიექტებზე სწორი თარო პროდუქციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების შემდგომ ზრდას;
- გააკონტროლოს სავაჭრო ობიექტებზე განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლები.
- გააკონტროლოს და უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტები სარეკლამო მასალებით;
- ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან;
- გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.