საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი

28 მარტი - 27 აპრილი
დეტალები
მისამართი
9 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
მომხმარებელთან ურთიერთობა
უნარები
აქტიური მოსმენა, გუნდური მუშაობის უნარი

ვაკანსიის აღწერა

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.

"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებვაკანსიას ქ. თბილისში, საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.   

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  •     აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  •     აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  •     ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  •     საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები: 

  •  შემოსული ზარების მიღება, გადამისამართება ან/და შესაბამისი რეაგირება;
  •   გამოძახების სერვისის მართვა;
  •   პაციენტებისათვის, სატელეფონო კონსულტაციის გაწევა ლაბორატორიის მომსახურებისა და პირობების შესახებ, მათი     უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
  •  შემოსული ზარების პროგრამული აღრიცხვა;
  •   საჭიროებიდან გამომდინარე, გამავალი ზარების განხორციელება; 
  •  კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებლის პრობლემებზე და სხვა დაკავშირებულ საკითხებზე დროული რეაგირება ან             შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
  •  კომპეტენცის ფარგლებში, მომხმარებლების საჩივრების მართვა და მოგვარება;
  • ელექტრონული არხების მეშვეობით, მომხმარებლებისგან მიღებული შეკითხვების/მოთხოვნების მართვა.
  •  

პროფესიული უნარ-ჩვევები

  •          აქტიური მოსმენის უნარი
  •          გამართული მეტყველების უნარი;
  •          ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  •          სხარტი აზროვნების უნარი;
  •          გუნდური მუშაობის უნარი;
  •          პასუხისმგებლიანი;
  •          ორგანიზებულ;

რას გთავაზობთ:

 

  •         პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;    
  •          პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  •         ჯანმრთელობის დაზღვევას
  •        ფასდაკლებას ლაბორატორიულ კვლევებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (თანამშრომლისთვის და მისი ოჯახის წევრისთვის)

 


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით.

 

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას

გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას.

 

28 მარტი - 27 აპრილი